четверг, 28 апреля 2011 г.

,,პოეზია უპირველეს ყოვლისა''

პროექტის სახელი: ,, პოეზია უპირველეს ყოვლისა''

პროექტის მოკლე აღწერა

მოსწავლეები იკვლევენ პოეზიისადმი თავიანთი თანატოლების დამოკიდებულებას, კითხულობენ თუ არა ისინი პოეტურ ნიმუშებს, საკუთარი გემოვნების მიხედვით ქმნიან პოეტურ ანთოლოგიებს, ატარებენ ღონისძიებებს - პოეზიის საღამოებს, წერენ ლექსებს, კითხულობენ მხატვრულად პოეტურ ნიმუშებს;

პროექტის სრული აღწერა

მოსწავლეები ჩაატარებენ ინტერქციულ გამოკითხვას, რითაც გაიგებენ, თუ რამდენად იცნობს ჩვენი ახალგაზრდობა პოეტურ ნიმუშებს, კითხულობენ თუ არა, იციან თუ არა ზეპირად. მოამზადებენ სლაიდ შოუს, სადაც დააფიქსირებენ კვლევის სტატისტიკურ მონაცემებს; შექმნიან პოეტურ ანთოლოგიებს, მოაწყობენ პრეზენტაციებს, გამართავენ პოეზიის საღამოებს, წაიკითხავენ მხატვრულად პოეტურ ნიმუშებს; დაწერენ ლექსებს, მოიძიებენ შემოქმედ მოსწავლეებს, მოაწყობენ კონკურსს ,,საუკეთესო პოეტური ნამუშევარი“, გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სამახსოვრო სუვენირებით; გაიმართება მოსწავლეებისა და შემოქმედი მასწავლებლების გაერთიანებული პოეზიის საღამო;

მოსწავლეთა ასაკი

VII,VIII, IX, X, XI, XII კლასები

ვადები/ხანგრძლივობა

2 თვე - 2011 წლის 9 მარტიდან 9 მაისამდე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში

შესაბამისი მასალის - პოეტური ნიმუშების მოძიება, ლექსების მხატვრული კითხვა, იდეურ-თემატური ანალიზი, ანთოლოგიების შედგენა- აკინძვა/გამოცემა;

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას

ამაღლდება მოსწავლეთა ცოდნის დონე ქართულში; მოსწავლეს უვითარდება მისთვის საინტერესო პოეტური ტექსტების მოძიების, დახარისხების, ანალიზის, კითხვის, წერის უნარები, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ, თვითონაც ქმნის პოეტურ ნიმუშებს. უვითარდება ლექსის ემოციური და მხატვრული წაკითხვის უნარები; შეიქმნება სხვადასხვა სასწავლო რესურსი: ვებგვერდი განხორციელებილი პროექტის შესახებ, ანთოლოგიები, სლაიდ შოუ. მასწავლებლებისა და მოსწავლეების მონაწილეობით მოეწყობა პოეზიის საღამოები.

სარგებელი სხვებისთვის

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, (აგრეთვე დაინტერესებული პირები, მომხმარებლები), გაეცნობიან ახალ ვებგვერდს, მოსწავლეთა მიერ შექმნილ ანთოლოგიებს, მოისმენენ მათ მიერ წაკითხულ ლექსებს, ნახავენ ვიდეოლექსებს, რომლებზედაც ცნობილი მსახიობების მიერ ჩაწერილი ლექსებია წარმოდგენილი. ჩაერთვებიან პოეზიის საღამოებში და თვითონაც წაიკითხავენ პოეტურ ნიმუშებს;

სამუშაო ენა

ქართული

კავშირი საგანთან, საგნობრივ ჯგუფთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან

მოსწავლე ირჩევს წერილობითი ტექსტის ფორმასა და სტილს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით; იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას და ენობრივ ნორმებს; მიმართავს წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის; მოსწავლე კითხულობს, აანალიზებს ლირიკული ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებს, იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს, თვითონაც ქმნის მხატვრულ ტექსტს მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით;

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

პროექტის ფასილიტატორის სახელი:

ნანა ცანავა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, 21– საჯარო სკოლა, ქუთაისი.

პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:

nanacanava@gmail.com